შემოწირულობა

იატა – საქართველო წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ახალგაზრდა თაობაში ლიბერალური შეხედულებების, ადამიანთა უფლებების დაცვის და კანონის უზენაესობის დანერგვაში. იატა–საქართველოს მიზნებია საქართველოს მოქალაქეებში ნატოს და ნატო–საქართველოს ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლება; ახალგაზრდებში კრიტიკულ–ანალიტიკური დისკუსიის კულტურის დამკვიდრება და ნატოსთან ინტეგრაციის კონტექსტში სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა.

იმისათვის, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელოს თავისი მიზნები, ფინანსური დახმარებაა აუცილებელი. თუ ნებისმიერი ადამიანი ან ორგანიზაცია იზიარებს იატა – საქართველოს შეხედულებებს, ეთანხმება მის მიზნებს და სურს ფინანსური დახმარების გაწევა ორგანიზაციისათვის, მას შეუძლია თანხის გადმორიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ბანკი: თიბისი

საბანკო კოდი: TBCGE22

მიმღების დასახელება: საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია

ანგარიშის ნომერი: GE25TB7924036080100004

Comments are closed