ორი კორეის შერიგება – მსოფლიო ისტორიული მოვლენის წინაშე

კორეა მდებარეობს  აღმოსავლეთ აზიაში, მოიცავს ორ სუვერენულ სახელმწიფოს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთ კორეა) და კორეის რესპუბლიკას (სამხრეთ კორეა). რეგიონი მდებარეობს კორეის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთ კორეა წარმოიქმნა 1948 წლის 9 სექტემბერს, ხოლო სამხრეთ კორეა დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1945 წლის 15 აგვისტოდან.

კორეის სახელმწიფოებრიობის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, მაგრამ II მსოფლიო ომამდე არასოდეს ყოფილა ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები ერთმანეთისგან გამოყოფილი. თანამედროვე სამყაროში კი ორი კორეა არსებობს: ჩრდილოეთი და სამხრეთი, რომლებიც თავის მხრივ ასევე შეგვიძლია ერთმანეთისგან პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით განვასხვაოთ, კერძოდ- ჩრდილოეთში კომუნისტური, სამხრეთში- კაპიტალისტური. სწორედ იდეოლოგიური განსხვავების გამო ორად გაყოფილი კორეა დღემდე დაპირისპირებულია და  მათ შორის საომარი მოქმედებები და შეტაკებები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს.

თავდაპირველად, XX-ე საუკუნის დასაწყისში კორეა მსოფლიოს ძლიერი მმართველების ხელში აღმოჩნდა, თუმცა როდესაც იაპონიამ  ერთი, ამერიკამ კი მეორე კორეა დატოვა, 1950 წელს ჩრდილოეთ კორეამ გადაკვეთა 38-ე პარალელი და დაიწყო კორეის ომი. 1953 წელს უზარმაზარი მსხვერპლისა და დანაკარგის მიუხედავად, კორეის ომი დასრულდა ისე, რომ არც ერთი მხარე გამარჯვებული არ ყოფილა. კორეის ამ ორ მხარეს შორის   38-ე პარალელზე არსებული საზღვარი დღემდე მსოფლიოში ყველაზე დაცულ საზღვრად მიიჩნეოდა, მიუხედავად ორი კორეის შერიგების არაერთი მცდელობისა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული განსხვავებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სოციალური ფაქტორები[1] შეუძლებელს ხდიდა მათ შორის მშვიდობიან, უკონფლიქტო ურთიერთობის არსებობას. ამერიკელმა მოგზაურმა იაკობ ლაუკაიტუსმა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში მოგზაურობდა აღნიშნა : „დაუჯერებელია, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა 60 წლის წინ ერთი და იგივე სახელმწიფო იყო და გასაკვირი არც არის, რადგან ის ვინც ორივე ქვეყანაშია ნამყოფი, მათ შორის რადიკალურ სხვაობასაც ადვილად შეამჩნევს“.[2] 

კორეაში არსებული დაპირისპირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად კორეას და კორეის მოსახლეობას, არამედ საკმაოდ მაღალი საფრთხის მატარებელია მთლიანად მსოფლიოსთვის. წლების განმავლობაში ორ კორეას შორის ურთიერთობის დათბობა წარმოუდგენლად იყო მიჩნეული, თუმცა ბოლოდროინდელმა მიმდინარე მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ზემოხსენებული ვითარება.

 ჯერ კიდევ 2000 წელს ქონდა ჩრდილოეთ და სამხრეთი კორეის მაშინდელ ლიდერს – კიმ დე-ჯუნსა და კიმ ჩენ ირს ურთიერთობის აღდგენის მცდელობა. [3] მათ შორის გამართული სამიტის მთავარი მიზანი სწორედ საზღვრის მემორანდუმის განახლება და ურთიერთობის აღდგენა იყო. თუმცა მიუხედავად მცდელობისა, 2002 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეული საზღვაო გემები ყვითელ ზღვაში ერთმანეთს ებრძოდნენ. მას შემდეგ 2008 წლამდე, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა ცვალებადი იყო. ჩრდილოეთ კორეა აქტიურად მუშაობდა თავდაცვისთვის ბირთვული იარაღის შესაქმნელად, რომელიც 2006 წელს მართლაც აამოქმედა მიწისქვეშ, რამაც გამოიწვია გაეროს მხრიდან ეკონომიკური და კომერციული სანქციების დაწესება.[4] ბირთვული იარაღის შექმნა საფრთხის შემცველი იყო როგორც სამხრეთ კორეისათვის ასევე სხვა სახელმწიფოებისთვისაც, ვინაიდან სამხრეთ კორეას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდა ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია.

2008 წელს მკვეთრად გაუარესდა ურთიერთობა  ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, როდესაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეასთან უფრო რთული გამყოფი ხაზის გავლების პირობა დადო. დაძაბული და გაურკვეველი ურთიერთობა მათ შორის წლების განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა წელს, 27 აპრილს კორეის ნახევარკუნძულისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა,[5] 1953 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი პირველი ლიდერია, რომელიც სამხრეთ კორეას ეწვია და პრეზიდენტ მუნ ჯე ინს შეხვდა.  ეს ფაქტი ორ კორეას შორის ახალი ისტორიის შექმნის საწინდარია. გაფორმებული დეკლარაციის თანახმად ორივე ლიდერი აცხადებს, რომ მათ შორის წლების განმავლობაში დაუსრულებელი  ომი საბოლოოდ დასრულდება. ლიდერებმა ერთად გადაკვეთეს სადემარკაციო ხაზი, მოცემულ ფაქტს ორივე ქვეყნის მოსახლეობა დადებითად შეხვდა.[6] ამ მართლაც ისტორიული მოვლენის დადგომას თითქმის 11 წელზე მეტი დასჭირდა, კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯეი ინის შეხვედრა ჩრდილოეთ  და სამხრეთ კორეის  ურთიერთობების დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გამოხატა დენუკლიარიზაციის მკაფიო სურვილი კორეის ნახევარკუნძულზე და მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დენუკლიარიზაციისა და მასთან კავშირების ნორმალიზების შესახებ.[7]   აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის ზაფხულში ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონგ 14“ გამოსცადა. [8] ჩრდილოეთ კორეა ბირთვული პროგრამის შეჩერებას აპირებს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგების შესაძლებლობას იძლევა.

ორ ლიდერს შორის შეხვედრა სოფელ  პანმუნჯომში  შედგა, ეს სოფელი ერთდროულად ორივე კორეის საკუთრებას წარმოადგენს და დღემდე ყველაზე რთულ და დაძაბულ ზონად არის მიჩნეული. [9]  მიმდინარე მოვლენის შეფასებისას ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს ორი კორეისთვის მშვიდობის მომტანი, ნაწილი კი სკეპტიკურად არის განწყობილი. საბოლოოდ რა შედეგიც არ უნდა ჰქონდეს ამ ისტორიულ შეხვედრას, ფაქტია, რომ ორივე ლიდერის მხრიდან მშვიდობიანი ურთიერთობისთვის გადადგმულია ნაბიჯი, რომელიც მოსახლეობისა და ასევე სხვა ქვეყნების მხრიდანაც დადებითად იქნა შეფასებული.

„ორი კორეის შერიგება“ სამომავლო პერსპექტივებიდან აღქმული უნდა იქნეს, როგორც მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის საწინდრად, ვინაიდან მათ შორის წლების განმავლობაში არსებული დაპირისპირება რეალურ საფრთხეს უქმნიდა სხვა ქვეყნებსაც, ხოლო ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეა უარს აცხადებს ბირთვული იარაღის შექმნაზე კიდევ უფრო მისასალმებელია და სწორედ 27 აპრილის შეხვედრასთან შეგვიძლია დავაკავშიროთ.  ამის გარდა, ზემოთ როგორც უკვე აღინიშნა, ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის შეწყვეტა ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის  გამოსწორების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://edition.cnn.com/2018/04/28/asia/korea-summit-seoul-reaction-intl/index.html
  2. http://www.bbc.com/news/world-asia-pacific-15292674
  3. https://www.kvirispalitra.ge/msoflio/39502-ori-koreis-kuthvnili-panmunjomi-sofeli-sadac-gaqcvis-mcdelobisas-uamravi-chrdilokoreeli-daighupa.html?device=xhtml
  4. https://on.ge/story/21721–კორეის-ლიდერების-ისტორიული-შეხვედრა
  5. http://www.tabula.ge/ge/story/130497-samxret-koreeli-diplomatebi-chrdiloet-korea-mzad-aris-birtvul-iaraghze-uari-tqvas
  6. http://www.bbc.com/news/world-asia-pacific-15292674
  7. http://www.bbc.com/news/world-asia-pacific-15292674
  8. https://www.theguardian.com/world/2018/apr/27/korea-summit-leaders-vow-to-write-new-chapter-in-peninsulas-history
  9. https://edition.cnn.com/2018/04/28/asia/korea-summit-seoul-reaction-intl/index.html
  10. http://news.bbc.co.uk/2/hi/asia-pacific/788500.stm
  11. https://edition.cnn.com/asia/live-news/north-korea-south-korea-summit-intl/
  12. http://www.dw.com/en/north-and-south-korea-how-different-are-they/a-17996315

[1] http://www.dw.com/en/north-and-south-korea-how-different-are-they/a-17996315 ბოლო ნახვა: 18 მაისი

[2] https://on.ge/story/13579-განსხვავება-ჩრდილოეთ-კორეასა-და-სამხრეთ-კორეას-შორის ბოლო ნახვა: 18 მაისი

[3] http://www.bbc.com/news/world-asia-pacific-15292674 ბოლო ნახვა: 18 მაისი

[4] http://www.bbc.com/news/world-asia-pacific-15292674 ბოლო ნახვა: 18 მაისი

[5] https://www.theguardian.com/world/2018/apr/27/korea-summit-leaders-vow-to-write-new-chapter-in-peninsulas-history ბოლო ნახვა: 18 მაისი

[6] https://edition.cnn.com/2018/04/28/asia/korea-summit-seoul-reaction-intl/index.html ბოლო ნახვა: 18 მაისი

[7] http://www.tabula.ge/ge/story/130497-samxret-koreeli-diplomatebi-chrdiloet-korea-mzad-aris-birtvul-iaraghze-uari-tqvas ბოლო ნახვა: 18 მაისი

[8] http://www.tabula.ge/ge/story/130497-samxret-koreeli-diplomatebi-chrdiloet-korea-mzad-aris-birtvul-iaraghze-uari-tqvas ბოლო ნახვა: 18 მაისი

[9] https://www.kvirispalitra.ge/msoflio/39502-ori-koreis-kuthvnili-panmunjomi-sofeli-sadac-gaqcvis-mcdelobisas-uamravi-chrdilokoreeli-daighupa.html?device=xhtml ბოლო ნახვა: 18 მაისი

 

ავტორი: მანო გიორგაძე

Bookmark the permalink.

Comments are closed