თეორიულ–პრაქტიკული სწავლება თბილისის ზღვაზე

სამოქალაქო თავდაცვის კვირეულთან დაკავშირებით, იატა საქართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო ბაზაზე, თეორიულ-პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.
აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული 25 ახალგაზრდა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებს გაეცნო.

მონაწილეებმა ჰიდრავლიკური და მექანიკური სამაშველო მოწყობილობები დაათვალიერეს და მათი პრაქტიკაში გამოყენების წესებს გაეცნნენ, მათ ინფორმაცია მიეწოდათ პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ, ჩატარდა სხვადასხვა სახის ვარჯიშები.

 თეორიული და პრაქტიკული სწავლება მონაწილეებს მეხანძრე-მაშველებმა ჩაუტარეს.

Bookmark the permalink.

Comments are closed