დაიცავი თავი საგანგებო სიტუაციის დროს

იატა საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად 1 და 4 მარტს გამართავს სამოქალაქო თავდაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს – საჯარო ლექციასა და თეორიულ-პრაქტიკულ ტრეინინგს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება! 

სამოქალაქო თავდაცვა – მშვიდობიანობისა და ომის დროს მოსახლეობის დაცვისა და ეკონომიკური ობიექტების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად დასახული თავდაცვის ღონისძიებათა სისტემაა. ჩვენი პროექტის მიზანია სამოქალაქო თავდაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კრიზისულ სიტუაციაში მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიაზე ზრუნვა. 

⬛ ამ დღესთან დაკავშირებით, 1 მარტს, 16:00 სთ-ზე გაიმართება საჯარო ლექცია, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი თეიმურაზ მელქაძე ჩაატარებს. 
საჯარო ლექცია შეეხება სამოქალაქო თავდაცვის არსსა და მისი განვითარების ისტორიას საქართველოში, ქვეყნისთვის დამახასიათებელ საგანგებო სიტუაციებს და მათი მართვის ზოგად ასპექტებს. საუბარი იქნება როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების მარეგულირებელი საერთაშორისო და ნორმატიული აქტების შესახებ, ასევე ამავე სფეროში საქართველოს თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ნატო, ევროკავშირი და სხვ.
საჯარო ლექცია ჩატარდება საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. 

⬛ 4 მარტს, 12:00 სთ-ზე, თბილისის ზღვის სამაშველო ბაზაზე ჩატარდება თეორიულ-პრაქტიკული გაკვეთილი, სადაც აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები: 

▪ გაეცნობიან სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა და სხვ.) ქცევის წესებს;
▪ ჩაუტარდებათ პირველი პრეოსპოტალური სამედიცინო დახმარების დემონსტრირება და ვარჯიში;
▪ ჩაუტარდებათ დაზარალებულის სამაშველო სამკუთხედით სიმაღლიდან ჩამოყვანის დემონსტრირება და ვარჯიში; 
▪ დაათვალიერებენ ჰიდრავლიკურ და მექანიკურ სამაშველო მოწყობილობებს და გაეცნობიან მათი პრაქტიკაში გამოყენების წესებს; 
▪ გაეცნობიან ავარიის დროს დაზარალებულის მანქანიდან სწორად გადმოყვანის წესებს და სხვ. 

შერჩეულ კანდიდატთა თბილისის ზღვამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

❗ 4 მარტის თეორიულ-პრაქტიკულ გაკვეთილში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია: http://bit.ly/2CITViQ

Bookmark the permalink.

Comments are closed