თეორიულ–პრაქტიკული სწავლება თბილისის ზღვაზე

სამოქალაქო თავდაცვის კვირეულთან დაკავშირებით, იატა საქართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო ბაზაზე, თეორიულ-პრაქტიკული სწავლება ჩატარდა Continue reading

დაიცავი თავი საგანგებო სიტუაციის დროს

იატა საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად 1 და 4 მარტს გამართავს სამოქალაქო თავდაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს – საჯარო ლექციასა და თეორიულ-პრაქტიკულ ტრეინინგს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება!  Continue reading

თბილისი დარბის გმირებისთვის, 25 ივნისი, 2017

“თბილისი დარბის გმირებისთვის,” 5 კილომეტრიანი გარბენია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემასა და მათ სახელების უკდავყოფას. გარბენით შეგროვებული თანხით თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ჩვენ ვგეგმავთ ავლაბარში არსებული პარკის რენოვაციასა და გმირებისათვის მონუმენტების დადგმას. ეს ქართველი გმირების ერთადერთი პარკი იქნება, სადაც ქართული საზოგადოება მწვანე გარემოში დაისვენებს, ბავშვებს გაასეირნებს და გაიგებს ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავისი სისხლის ფასად თავისუფლება შეუნარჩუნეს ჩვენს ქვეყანას.

იატა საქართველო აღნიშნულ ღონისძიებას მოხალისეებით უერთდება.

იატა საქართველოს მოხალისეები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე

2017 წლის 26-29 მაისს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში,  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართა. საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად მონაწილეობდნენ  საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის  (Georgian Youth Atlantic Treaty Association) მოხალისეები.

Continue reading

პროექტი „ჩართე ახალგაზრდები“ გრძელდება!

 2017 წლის 20 მარტს  გორის რაიონის საზღვრისპირა სოფლების, ზემო ნიქოზისა და დიცის საჯარო სკოლის მოსწავლეები  თბილისს ეწვივნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისის ტექნოპარკი და პრეზიდენტის სასახლე. დღის ბოლოს კი საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გაიმართა სემინარი თემაზე : საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, უვიზო რეჟიმი. Continue reading

VI. გერმანულ-ქართული სტრატეგიული ფორუმი

იატა საქართველოს გუნდმა 2017 წლის 11-12 მაისს მონაწილეობა მიიღო მეექვსე გერმანულ-ქართულ სტრატეგიულ ფორუმში. ღონისძიების ორგანიზატორი Konrad-Adenauer-Stiftung-ის თბილისის ოფისი და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს იყო. 

ფორუმი მოიცავდა ფართო განსახილველ საკითხებს, მათ შორის უსაფრთხოებისა და საპოლიციო თანამშრომლობას, სტრატეგიული სამხედრო და პოლიტიკური კორდინაციას. 

ევროპის დღეები 2017 – ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 2017 წლის 15-16 მაისს ევროპის დღეების ფარგლებში იატა საქართველოს გუნდი (თამუნა ჯიბუტი, შორენა ხაჭაპურიძე და მარიანა გელაშვილი) ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ტრეინინგი ჩატარდა ბორჯომის N1, N3, N4, N6 და სოფელ რველის საჯარო სკოლებში. ლექცია-ტრეინინგების ძირითადი თემები ევროკავშირის ისტორიას სტრუქტურასა და მის ფუნქციონირებას შეეხებოდა. განსახილველ საკითხებში შევიდა ევროკავშირის-საქართველოს ურთიერთობები და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა. 

16 მაისს გაიმართა ყველა სკოლის საერთო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებს შორის შედგა სიმულაციური თამაში და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. საუკეთესო მოსწავლეებს წიგნები საჩუქრად გადაეცათ. 

ღონისძიება ჩატარდა სსიპ “საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ” მხარდაჭერით.

 

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი 2017

იატა საქართველოს გუნდი 2017 წლის 10-11 მაისს ესწრებოდნენ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს. 

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები. Continue reading

ნატოს დღეები 2017 – ვიზიტი ბოლნისსა და რატევანში

საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეების ფარგლებში, 2017 წლის 7 აპრილს ბოლნისის N5 და რატევანის საჯარო სკოლებში იატა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა რატი ბახტაძემ და იატა საქართველოს ანალიტიკურმა მენეჯერმა თამუნა ჯიბუტიმ ჩაატარეს ლექცია-ტრეინინგი, რომელიც შეეხებოდა ნატოს, თავდაცვის უფლებას, ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ნატოში გაწევრიანების პროცედურებსა და სხვა აქტუალურ თემებს.

ამავე დღეს ბოლნისის კულტურის სახლში შედგა სკოლების საერთო შეხვედრა, სადაც მომხსენებელი იყო ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენელი ქალბატონი Dr. phil. Christiana Christova, რომელმაც ბულგარეთის საერთო პრაქტიკაზე ისაუბრო. მოხსენების შემდგომ კი მოსწავლეებს შორის შედგა სიმულაციური თამაში. 

ღონისძიება ჩატარდა “სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” მხარდაჭერით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დაფინანსებით. Continue reading

ნატოს დღეები 2017 – ბოლნისის N1, N2 და N3 საჯარო სკოლები

საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეების ფარგლებში, 2017 წლის 6 აპრილს ბოლნისის N1, N2 და N3 საჯარო სკოლებში იატა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა რატი ბახტაძემ და იატა საქართველოს ანალიტიკურმა მენეჯერმა თამუნა ჯიბუტიმ ჩაატარეს ლექცია-ტრეინინგი, რომელიც შეეხებოდა ნატოს, თავდაცვის უფლებას, ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ნატოში გაწევრიანების პროცედურებსა და სხვა აქტუალურ თემებს.

ღონისძიება ჩატარდა “სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” მხარდაჭერით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დაფინანსებით. Continue reading